სტუდიას თქვენთან ჩამოვიტანთ.
კამერები, შუქი, ხმა და გუნდი — იგივე აღჭურვილობა, რაც Podcast Corner-შია, ოღონდ თქვენს სივრცეში. რესტორანი, ოფისი, ლოფტი, თქვენი სახლი თუ ხედი მთებზე: ვიღებთ იქ, სადაც თქვენი ისტორია ხდება.
₾600-დან/სთსრულფასოვანი სტუდიური სესია — თქვენს სივრცეში.
ჩამოვდივართ, ყველაფერს ვაწყობთ და ყოველ ტექნიკურ დეტალზე ვზრუნავთ. თქვენ მხოლოდ საუბარი დაგრჩებათ. აღჭურვილობის სრული სია →
- ✓
კამერები და შტატივები
სამამდე 4K კამერა Sony FX30 ობიექტივებით Tamron 17–70mm — საერთო და მსხვილი ხედები, როგორც სტუდიაში.
- ✓
პროფესიული განათება
Amaran-ის მთავარი და უკანა შუქი, სოფტბოქსები და სადგამები. სივრცეს ისე ვანათებთ, რომ სეტს ჰგავდეს და არა ტელეფონით გადაღებულ ვიდეოს.
- ✓
მიკროფონები და მიქშერი
RØDE PodMic, უსადენო პეტლიჩკები და მიმართული მიკროფონი RØDECaster Pro II-ში — ყოველი ხმა თავის ტრეკზე.
- ✓
მონიტორი
საველე მონიტორი, რომ ჩაწერის დაწყებამდე ზუსტად ის დაინახოთ, რასაც კამერები ხედავს.
- ✓
სადგამები და სამაგრები
იატაკისა და მაგიდის სადგამები, მკლავები და სამაგრები — რესტორნის მაგიდისთვის, დივნისთვის თუ ფერდობისთვის.
- ✓
ოპერატორების გუნდი
დიდ გადაღებებზე — რამდენიმე ოპერატორი: ერთი ხმაზე, მეორე კამერებზე, რომ არაფერი გამოგვრჩეს.
- ✓
დამატებითი ტექნიკა მოთხოვნით
რამე განსაკუთრებული გჭირდებათ? წინასწარ გვითხარით და ჩამოვიტანთ.
იქ, სადაც თქვენი ისტორია ხდება.

რესტორანი ან კაფე
პოდკასტი ნამდვილი ვახშმის დროს. ვეწყობით თქვენი მაგიდის გარშემო და ადგილის ატმოსფეროს ვინარჩუნებთ.

სახლი ან ეზო
თქვენი ბინა, კერძო სახლი ან მისი ეზო — მშვიდი, პირადი საუბრისთვის.

ბუნებაში
ლამაზი ადგილი ქალაქში ან მთებში. აკუმულატორებზე, თუ ახლოს როზეტი არ არის.
ოფისი, ლოფტი ან ღონისძიება
კორპორაციული პოდკასტები, ინტერვიუ თქვენს ოფისში, პანელური დისკუსია კონფერენციაზე — სადაც გინდათ.
გვკითხეთ თქვენი ადგილის შესახებ →პოდკასტი, ჩაწერილი თბილისის რესტორანში.
მრავალკამერიანი 4K ვიდეო და სუფთა მრავალტრეკიანი ხმა — გადაღებულია გასვლით, ჩვენი მობილური კომპლექტით.
პირველი შეტყობინებიდან მზა ფაილებამდე.
- 1
მოგვიყევით
მოგვწერეთ WhatsApp-ში ან Telegram-ში: ადგილი, თარიღი, რამდენი ადამიანი და რას ვიღებთ.
- 2
მიიღეთ გეგმა და ფასი
თქვენი ლოკაციისთვის ვგეგმავთ კამერებს, შუქს, გუნდსა და დროს და ფასს გიგზავნით.
- 3
ჩამოვდივართ და ვაწყობთ
გუნდი დაწყებამდე 1–2 საათით ადრე მოდის, აწყობს სეტს და ამოწმებს შუქსა და ხმას.
- 4
თქვენ საუბრობთ, ჩვენ ვიღებთ
მთელ გადაღებას ჩვენ ვმართავთ. ნედლ ფაილებს 24 საათში გადმოგცემთ — შეიძლება მონტაჟის დამატებაც.
რა ღირს გასვლითი გადაღება?
გადაღების საათში ₾600-დან. საბოლოო ფასი დამოკიდებულია ადგილზე, კამერებისა და ოპერატორების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე — მოგვწერეთ და ზუსტ გათვლას გამოგიგზავნით.
რამდენ ხანს გრძელდება მომზადება?
ჩვეულებრივ დაწყებამდე 1–2 საათი, ადგილისა და ტექნიკური ამოცანის მიხედვით. ისე ვგეგმავთ, რომ სტუმრების მოსვლისას ყველაფერი მზად იყოს.
რა აღჭურვილობა მოგაქვთ?
იგივე, რაც სტუდიაში: Sony FX30 კამერები, პროფესიული განათება, RØDE-ს მიკროფონები და პეტლიჩკები, აუდიომიქშერი, მონიტორი, სადგამები და სამაგრები — პლუს ყველაფერი, რასაც წინასწარ მოითხოვთ.
რა სჭირდება ადგილს?
საკმარისი სივრცე კამერებისა და შუქისთვის და ახლოს როზეტები. თუ ელექტროენერგია არ არის, აკუმულატორებზე ვმუშაობთ. წყნარ სივრცეში ხმა ყველაზე სუფთა გამოდის.
იღებთ თბილისის გარეთ?
გვითხარით, სად გინდათ გადაღება და გზას ფასში გავითვალისწინებთ.
ეპიზოდის დამონტაჟებაც შეგიძლიათ?
დიახ — ჩვენი მემონტაჟეები მასალისგან მზა ეპიზოდსა და ვერტიკალურ კლიპებს გააკეთებენ, ისევე როგორც სტუდიური ჩანაწერებისთვის.
როგორ მივიღო ფაილები?
ნედლ ხმასა და ვიდეოს 24 საათში გადმოგცემთ ღრუბლით, ან ადგილზევე თქვენს დისკზე.
მოგვიყევით თქვენი გადაღების შესახებ.
ადგილი, თარიღი და ფორმატი — გიპასუხებთ გეგმითა და ფასით. +995 579 054 606